spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი არის შანსი, რომ დადგეს საქართველოს კონსტიტუციის მხარეს

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი არის შანსი, რომ დადგეს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს და არა ივანიშვილის ერთპიროვნული არჩევანის მხარეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედებებიდან გამომდინარე, მოლოდინი მაღალი ვერ გვექნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციით და არ დაექვემდებარება ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების სახელით ჩვენ შევეწინააღმდეგოთ “რუსულ კანონს”, მათ შორის საკონსტიტუციო ბერკეტების გამოყენებით  და ამიტომ, შეგაქვს სარჩელი.

 

“რუსული კანონი”, რომ ძირს უთხრის დემოკრატიას, საბოტირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს და ღიად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ეს არის ცალსახა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი არის შანსი, რომ დადგეს საქართველოს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს და არა ივანიშვილის ერთპიროვნული არჩევანის მხარეს, რომლის ერთადერთი ამოცანა არის საქართველოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის საბოტირების ხარჯზე ძალაუფლების შენარჩუნება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები