spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ეს არის პირველი არჩევნები, როცა ყველა ყველაფერს მიხვდა და ბოლო არჩევნები, როცა შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ

“ქართულ ოცნებას“ ეშინია ფულის და ძალაუფლების დაკარგვის, ჩვენ გვეშინია  – ქვეყნის დაკარგვის. ქართველები არასდროს შეეგუებიან მონობას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება აუცილებლად ეცდება არჩევნების გაყალბებას, თუმცა ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება.

 

“დღეს მინდა მქონდეს ფუნდამენტური გამოსვლა. მაქვს კითხვა – გვეშველება რამე ?! დავრჩებით საქართველოში, თუ უნდა წავიდეთ ყველანი ქვეყნიდან. გააყალბებენ არჩევნებს? და რა უნდა ვქნათ, როცა გააყალბებენ. მე უნდა მოგმართოთ გისოსებიდან, თუმცა, ეს ვერ ჩაახშობს ჩემს ხმას.

 

ივანიშვილი და მისი პატრონები გვაძალებენ ან მონობას, ან ომს. მათ გამოუცხადეს ომი მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

 

დღეს ყველა ხვდება, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. ეს არის პირველი არჩევნები, როცა ყველა ყველაფერს მიხვდა და ბოლო არჩევნები, როცა შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ. 

 

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფასეულობები, ჩემი ფასეულობები არის აღმშენებლობა, მათი – ნგრევა. მათ არჩევნები აქვთ წაგებული, თუმცა აქვთ გეგმები. 

 

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის “ბუტკაში” ქართველი ხალხი აღარ ეტევა, ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული.

 

ჩვენ არა რევოლუციისთვის, არამედ – უნდა მოვემზადოთ გაყალბებული შედეგებისთვის. ჩვენსა და ჩვენს გამარჯვებას შორის, ვერ დადგება ათასობით რობოკოპი. 

 

“ქართულ ოცნებას“ ეშინია ფულის და ძალაუფლების დაკარგვის, ჩვენ გვეშინია ქვეყნის დაკარგვის. ქართველები არასდროს შეეგუებიან მონობას.

 

მე სათანადოდ ვერ შევაფასე ივანიშვილი და ვერ შევაფასე იმიტომ, რომ წარმოუდგენელი მეგონა, რომ ქართველ ხალხს ასე შეიძლებოდა ეზიზღებოდეს თავისი ქვეყანა. 

 

თუ ეს ასე არ არის, მაშინ მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის. ჩვენ არ მივიღებთ არანაირ შედეგს, გარდა ქართველი ხალხის გამარჯვებისა. 

 

“ქართული ოცნება“ არ ემზადება გამარჯვებისთვის, ისინი ემზადებიან ძალადობისთვის. ჩვენ კი – ვიდგებით მშვიდობიანად.  საქართველო იყო ნომერ პირველი რეფორმატორი, მთელი მსოფლიო იცნობს მას. ჩვენ მთელი მსოფლიო გვაძლევს შანსს. სწორედ ამიტომ, არ უნდა აგვიკანკალდეს ხელი, არ უნდა შეგვეშინდეს“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები