spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება. ამისთვის ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

 

“ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგა ქვეყანა, იმიტომ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია დადგა არა უბრალოდ ეჭვქვეშ, არამედ ჩაიჩეხა ეს პროცესი. ჩვენ ვართ ერთიანი იმიტომ, რომ პროცესის განბლოკვას შევუწყოთ ხელი. ჩვენ ამას მოვახერხებთ ქართველი ხალხის სახელით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება. ამისთვის ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე”, – განაცხადა  არმაზ ახვლედიანმა.

 

ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები