spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბადრიძე – ევროპა პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენი მთავრობა იმ მექანიზმს, რომელიც მათ წევრობას ითვალისწინებს, აბრკოლებს

“რუსული კანონი” არის სიმპტომი იმისა, თუ როგორი ბუნება აქვს ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ორგანიზაციებს სხვა ქვეყნებში არ სჭირდებათ დახმარება, თუმცა საქართველოს არ აქვს ამის საშუალება, რომ იარსებოს დამოუკიდებლად.

 

“ეს კანონი არ არის უბრალოდ შეშფოთების მიზეზი. ამ კანონის გაუქმება არ არის იმის გარანტი, რომ ყველაფერი დავიწყებული იქნება. “რუსული კანონი“ არის სიმპტომი იმისა, თუ როგორი ბუნება აქვს ხელისუფლებას. “ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაახშოს ხმა ორგანიზაციებისა. თუ ეს კანონი საბოლოოდ დარჩა, ეს რეჟიმი, მაშინ ჩვენ ჩამოვყალიბდებით არადემოკრატიულ ქვეყნად. ჩვენი ინტეგრაციისთვის მუდამ გვეხმარებოდნენ დასავლელი პარტნიორები, თუმცა ამის წინაპირობა იყო ის, რომ გვინდოდა დემოკრატია. ახლა, რასაკვირველია, მათ დაიწყეს ურთიერთობების გადახედვა.

 

ნატოს შექმნიდან, არცერთ მის წევრ ქვეყანას თავს არავინ დასხმია, რადგან მათ აქვთ მტკიცე უსაფრთხოების გარანტია, ევროპა კი არის უწყვეტად ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის რეგიონი. სწორედ მშვიდობას ეფუძნება ის კეთილდღეობა რაც აქვთ, ჩვენ კი ამიტომ გვინდა ვიყოთ მისი ნაწილი. მისი საპირისპირო კი არის რუსეთი. ევროპა პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენი მთავრობა იმ მექანიზმს, რომელიც მათ წევრობას ითვალისწინებს, აბრკოლებს.

 

რატომ უნდა მიდიოდეს საქართველოდან ამდენი ადამიანი? “ქართული ოცნების“ სისტემა მუშაობს ოლიგარქისთვის. 

 

საქართველოს თითოეული მოქალაქის მშვიდობა არის დამოკიდებული იმაზე, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი“,  – განაცხადა ბადრიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები