spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობაც იმისთვის უნდათ, რომ კონსტიტუციაში ეს “უხერხული ჩანაწერი” გააქრონ

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, ან ერეკლე მეორე უნდა გახდეს, ან სერგო ორჯონიკიძე – მეტი პერსპექტივა მას არ აქვს და ცდილობს, ერეკლე მეორის მოდელი გაითამაშოს. შექმნას ქვეყანაში ის ვითარება, რაც იყო 1783 წლის წინა პერიოდში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაკეტილია საქართველოს სამეზობლოს საზღვრებში. 

 

“ეს არის პირველი პრემიერი საქართველოში, რომელიც სამეზობლოშია ჩაკეტილი ვიზიტებით და ისიც ძირითადად, ან პანაშვიდზე დადის, ან ქორწილში, მაგრამ საქმე, რეალურად, უფრო მძიმედ არის – საქართველო იცვლის განვითარების ვექტორს. საკონსტიტუციო უმრავლესობაც იმისთვის უნდათ, რომ კონსტიტუციაში ეს “უხერხული ჩანაწერი” გააქრონ, სადაც საუბარია ჩვენი განვითარების ვექტორის ურყეობაზე. 

 

ტრაექტორიას რომ დავაკვირდეთ, საით და როგორ მოძრაობს საერთოდ – რამდენიმე ქვეყანაში იყო, თავიდან პრემიერი რომ გახდა, ეს ქვეყნები იყო თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანში ჩავიდა ახლა. აქ დგება საკითხი – ამ ტრაექტორიაზე რატომ აგზავნის, რატომ ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილი – ბიძინას ჩანაფიქრი ვექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო ტრანზიტული. ის პირდაპირ არ იტყვის, რომ ჩვენ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში, მას სჭირდება  გარკვეული რამის გაკეთება, რომ საბოლოოდ, ამ გზით ვიაროთ. ეს არის 3+3 ფორმატი, რომელიც ერდოღანის ინიციატივა იყო თავის დროზე. საუბარია სამ დიდ რეგიონზე, ერთი მხრივ – ირანი, რუსეთი და თურქეთი და მეორე მხრივ – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა. 

 

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, ან ერეკლე მეორე უნდა გახდეს, ან სერგო ორჯონიკიძე – მეტი პერსპექტივა მას არ აქვს და ცდილობს, ერეკლე მეორის მოდელი გაითამაშოს. შექმნას ქვეყანაში ის ვითარება, რაც იყო 1783 წლის წინა პერიოდში”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები