spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უხვმა ნალექმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში პრობლემები შექმნა, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლების ეზოები.

 

რამდენიმე საათით გადაიკეტა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა. მძღოლების თქმით, წყლის დონე გზაზე იმდენად მაღალი იყო, რომ მანქანებმა მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ჩაქვის მონაკვეთზე 20-მდე ავტომობილი იყო გაჩერებული. მძღოლების თქმით, წყალმა ავტომობილებიც დააზიანა.

 

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული მონაკვეთი ხშირად იტბორება, რისი მიზეზიც სანიაღვრე არხების გაუმართაობაა და დაბალი მოცულობის მილებია, რომლებიც დიდი ოდენობით მოსული ნალექის გატარებას ვერ ახერხებს. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები