spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირანი “ჰამასის” ლიდერის მკვლელობის გამო “მკაცრი პასუხით” იმუქრება

ირანი “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო “მკაცრი პასუხით” იმუქრება.

 

“თეირანში “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას მკაცრი და მტკივნეული პასუხი მოჰყვება, ირანი და წინააღმდეგობის ფრონტი უპასუხებენ ამ დანაშაულს”, – აღნიშნულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის განცხადებაში.

 

გარდა ამისა, როგორც ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, ირანი „დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ღირსებას, პატივს, სიამაყეს და ანანებს მშიშარებს საქციელს“.

 

გარდა ამისა, CNN-ის ცნობით, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის, რადგან ის ირანის მიწაზე მოკლეს.

 

“თქვენ მოკალით ჩვენი ძვირფასი სტუმარი ჩვენს სახლში და ახლა გზა გაუხსნით თქვენს სასტიკ სასჯელს”, – განაცხადა ხამენეიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები