spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – გვიწევს რუსულ კანონზე ფიქრი იმის ნაცვლად, რომ ჩვენს საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული

ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონით ცხოვრებას და რეგისტრაციას. გავაგრძელებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავაკვირდეთ საარჩევნო გარემოს, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და ამომრჩევლების უფლება, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

 

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დაგეგმილი არჩევნები. არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი არის თავისუფალი საარჩევნო გარემო პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ ამავე დროს არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვისაც, რათა შეუფერხებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესებს.

 

ჩვენ ამ პირობებში გვიწევს რუსულ კანონზე ფიქრი იმის ნაცვლად, რომ ჩვენს საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული. ამიტომ, ეს არის დამაზიანებელი მათ შორის საარჩევნო გარემოზეც, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონით ცხოვრებას და რეგისტრაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავაკვირდეთ საარჩევნო გარემოს, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და ამომრჩევლების უფლება”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები