ის, ვინც პარტნიორი და მეგობარი იყო 30 წლის განმავლობაში და იქმნებოდა ეს პარტნიორული ურთიერთობა, ერთი ხელის მოსმით, უბრალოდ გაანადგურა “ქართულმა ოცნებამ”, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“არაერთი პროექტი შეჩერდა, ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო იღებდა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ამას მოჰყვა სანქციებიც, ახალი პაკეტების დაანონსება. ეს რას ნიშნავს – ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ ის, ვინც პარტნიორი და მეგობარი იყო 30 წლის განმავლობაში და იქმნებოდა ეს პარტნიორული ურთიერთობა, ერთი ხელის მოსმით, უბრალოდ გაანადგურა “ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს