spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – თქვენ დიდი ხანია, გინდათ არა “ქოცები”, არა “ნაცები”, არამედ რაღაც სხვა

თქვენ დიდი ხანია, გინდათ ერთი რაღაც, რასაც კარგად გამოხატავს ტერენტი გრანელის სიტყვები – არა “ქოცები”, არა “ნაცები”, არამედ რაღაც სხვა. აი, ეს რაღაც სხვა, ნამდვილი ალტერნატივა თქვენ წინაშეა დღეს, – ამის შესახებ “ანა დოლიძე-ხალხისთვის” თავმჯდომარემ და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

“ქვეყანას 20 წლის მანძილზე მართავდა და მართავს ორი ძალა, რომელმაც თქვენ და ჩვენ დაგვღალა. ძალიან დიდი ხანია, თქვენ ეძებთ ამ ორი ძალის ალტერნატივას. მე ვამაყობ, რომ ეს ალტერნატივა დღეს თქვენ წინაშეა.  ეს ძალა – “ძლიერი საქართველო” არსებული და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, შედგება სუფთა, კომპეტენტური, მცოდნე და გულანთებული ადამიანებისგან. ამ ძალაში არის ენერგია, ცოდნა და ყველაზე მთავარი – საქართველოსთვის თავდადება. აი, ამ ძალას ვქმნით ჩვენ. 

 

თქვენ დიდი ხანია, გინდათ ერთი რაღაც, რასაც კარგად გამოხატავს ტერენტი გრანელის სიტყვები – არა “ქოცები”, არა “ნაცები”, არამედ რაღაც სხვა”, – განაცხადა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები