spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – სამწუხაროა, რომ ასე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პარტიას უფრო მეტი გაძლიერება სჭირდებოდა

სამწუხაროდ, პრაიმერისი აღმოჩნდა ის განხეთქილების მოვლენა, რომელმაც გააღრმავა პარტიაში არსებული რაღაც უთანხმოებები. მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ბუნებრივია, არ მომწონს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ პარტია თავმჯდომარემ დატოვა.

 

“სამწუხაროა, რომ ასე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პარტიას უფრო მეტი გაძლიერება სჭირდებოდა. მთავარი ორიენტირი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დამარცხება ამ არჩევნებზე და ოპოზიციის ველზე ამ მიმართულებით სინერგიის შექმნა.

 

სამწუხაროდ, პრაიმერისი აღმოჩნდა ის განხეთქილების მოვლენა, რომელმაც გააღრმავა პარტიაში არსებული რაღაც უთანხმოებები. მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, ბუნებრივია, არ მომწონს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

გიგა ბოკერიამ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები