spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – 26 ოქტომბერს ზუსტად ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება

საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს თავიდან უნდა აეცილებინა, მდგარიყო იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვერდით, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ  განაცხადა.

 

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.

 

“26 ოქტომბერს ზუსტად ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. გვინდა, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, თუ გვინდა, ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც იქნება კანონის უზენაესობა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები. 

 

საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს თავიდან უნდა აეცილებინა, მდგარიყო იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვერდით, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიას – აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულს”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები