spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – სამი ვადა გალია ხელისუფლებამ და ჩაკლა ყველაფერი, რაც ასე რუდუნებით და წვალებით მოიტანა ყველა წინა ხელისუფლებამ

სამი ვადა გალია ხელისუფლებამ და ჩაკლა ყველაფერი, რაც ასე რუდუნებით და წვალებით მოიტანა ყველა წინა ხელისუფლებამ, შეცდომებით, ყველაფრით, მაგრამ მოიტანა , – ამის შესახებ ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

 

“ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას, როგორც არასდროს, ისე ესმის ახლა, რომ ივანიშვილის მავნებლური პოლიციური რეჟიმის გაშვებით ჩვენ საქმე კი არ უნდა დავასრულოთ და წერტილი კი არ უნდა დავსვათ, არამედ უნდა შევძლოთ საქართველოში ისეთი სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, სადაც ადამიანის ღირსება იქნება უმთავრესი ფასეულობა. 

 

სამი ვადა გალია ხელისუფლებამ და ჩაკლა ყველაფერი, რაც ასე რუდუნებით და წვალებით მოიტანა ყველა წინა ხელისუფლებამ, შეცდომებით, ყველაფრით, მაგრამ მოიტანა.

 

მე ვსვამ კითხვას – ვინ მისცა უფლება ივანიშვილს, რომ მთელი ჩვენი თაობების, ქართველი ხალხის მიზანდასახულ შრომას ხაზს უსვამს და დემონსტრაციულად აკეთებს იმას, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები