spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოლცი აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია. ამის შესახებ შოლცმა კიოლნი-ბონის აეროპორტში განაცხადა, სადაც პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული მოქალაქეების დასახვედრად მივიდა.

 

“მათი გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადაზვერვო სამსახურის წარსულის მქონე რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაპატიმრებულები იყვნენ ევროპაში, გადაეცნენ რუსეთს. მათ შორის ასევე იყო ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც 2022 წლის ბოლოს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2010 წლის აგვისტოში ბერლინში ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის… მისი სასჯელის აღსრულების სახელმწიფო ინტერესი უნდა შეფარდებულიყო რუსეთის ციხეში მყოფი უდანაშაულო ადამიანებისა და პოლიტიკური პატიმრების ჯანმრთელობისა და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის არსებულ საფრთხესთან“, – განაცხადა შოლცმა.

 

გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთში უკანონოდ დაპატიმრებული პირების გათავისუფლება შესაძლებელი გახდა აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობისა და რუსულ მხარესთან თვეების განმავლობაში კონფიდენციალური მოლაპარაკებების შედეგად.

 

პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში დაპატიმრებული რვა მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები