“დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე უკვე სერიოზულ მსჯელობას”, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სამადაშვილმა შარლ მიშელთან საუბრის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
“ბატონ მიშელს ძალიან კარგად ესმის, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, დღეს არის საფუძველი და ქვაკუთხედი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველყოფის, მათ შორის, დემოკრატიული არჩევნების გზით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის. ამიტომ, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, მოვისმენთ შესაბამისს შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან.
ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს ზეწოლის მექანიზმები ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად ფაქტობრივად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე უკვე სერიოზულ მსჯელობას.
ამასთან, მისი მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მოწოდება, რომ მათ, ვისაც სურთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ხელი მოაწერონ აღნიშნულ შეთანხმებას”, – განაცხადა სამადაშვილმა.