spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მერაბ ჩიქოვანი – პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით იმატებს

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში  ამ დროისთვის 92 პაციენტი იმყოფება.

 

ჰოსპიტლის კოორდინატორის მერაბ ჩიქოვანის თქმით, პაციენტების რაოდენობა იმატებს და მათი უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია.

 

“პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით იმატებს. მკურნალობას აგრძელებს 92 პაციენტი, მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა 3 რეფერალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმების გამო. გაეწერა 4 პაციენტი ბინაზე. მეტწილად პაციენტები არიან ჟანგბადდამოკიდებულები, თუმცა სტაბილიზაცია და გაუმჯობესებაც აღინიშნება პაციენტების გარკვეულ ნაწილთან და იგეგმება მათი გაწერა ბინაზე სამომავლოდ”, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები