spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ოპოზიციის მდგომარეობის გათვალისწინებით, “ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება

ოპოზიციის მდგომარეობის გათვალისწინებით,  „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის პირდაპირი  საფრთხე არ ემუქრება, –  ამის შესახებ  Front News-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლებას  პრობლემები იმის გამო აქვს,  რომ ფეხი გლობალურ პროცესებს ვერ აუწყო. 

 

“რა მდგომარეობაშიც ოპოზიცია არის, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის  პირდაპირი საფრთხე არ აქვს. თუმცა,  გამოდინარე იქედან, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ აუწყო ფეხი ამ მძიმე პროცესებს, რაც გლობალურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა,  მათ აქვს პრობლემები, მაგრამ არა იმდენად შიდა პოლიტიკური გაგებით, რამდენადაც ზოგად პოლიტიკურ პოზიციონირებასთან დაკავშირებით. 

 

ხელისუფლებას დიდი ხანია, ლეგიტიმაცია  არ აქვს.  არ უნდა ხალხს ეს ხელისუფლება, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს, გამომდინარე აქედან, რევოლუციურ სცენარებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები