spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვალერი ჩეჩელაშვილი – ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები

ან ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტად პროევროპული ქვეყანა თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ან ჩავეფლობით ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოურ წუმპეში, – ამის შესახებ “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ყოველ დღე ისეთ განცხადებებს აჟღერებს, აშშ-სთან მოლაპარაკების არავითარი პერსპექტივა აღარ არსებობს.

“როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის გააუარესებს ან გადახედავს ურთიერთობებს აშშ-სთან, ნუთუ ჩვენ დავაფინანსეთ წვრთნის და აღჭურვის პროგრამა აშშ-ის ჯარის? კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო? თუ პრემიერ-მინისტრს არ ადარდებს პოლიტიკა, რომელშიც გვეხმარება აშშ? არაღიარების პოლიტიკას ვგულისხმობ.  ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები. თუ რამენაირად, რაღაც ფანტასტიკური მოხდა და „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა ხელისუფლება 26 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან ადმინისტრაციული და საფინანსო რესურსი არავის გაუუქმებია, მაშინ ჩვენ ის საქართველო აღარ ვიქნებით, რომელიც თუნდაც დღეს გვაქვს. სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ან ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტად პროევროპული ქვეყანა თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ან ჩავეფლობით ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოურ წუმპეში, ჭაობში და გავხდებით ამ სივრცის ნაწილი ქვეყანა, რომელიც იქნება გარდაუვალად სატელიტი რუსეთის ფედერაციის”, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა და წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები