spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ქაცარავა – ვქმნით ერთობას პოლიტიკურ მოძრაობა “რეგიონები საქართველოსთვის” ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან

“ჩვენ” და “რეგიონები საქართველოსთვის” საარჩევნოდ ერთიანდებიან, – ამის შესახებ პარტიის “ჩვენ” თავმჯდომარემ დავით ქაცარავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში ერთიანდებიან.

“ვერთიანდებით და ვქმნით ერთობას პოლიტიკურ მოძრაობა “რეგიონები საქართველოსთვის” ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან, რომელსაც დიდ პატივს სცემს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. დღეს ვაანონსებთ ერთობას და ამ ერთობით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საერთო ბრძოლაში შევდივართ”, –  განაცხადა დავით ქაცარავამ.

ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ დაიცავს პარლამენტში იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იჩაგრებიან.

“ერთობლივი საარჩევნო პროპაგანდა და არჩევნებზე მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ სინერგიას შევქმნით ამ მიმართულებით და საქართველოს იმ ნაწილისთვის განსაკუთრებით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იჩაგრებიან ხოლმე, ჩვენ მათ წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები