კესარია მოკლა გარემომ. ნაცვლად იმისა, რომ ეს ტოქსიკური გარემო შეიცვალოს, ეს ნაძირალები კიდევ უფრო წამლავენ მას, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ქართული ოცნების” მმართველობის ხანაში ქალებზე ძალადობა, ქალების ჩაგვრა და მათი გახშირებული მკვლელობები სწორედაც რომ ე. წ. ტრადიციულ ღირებულებათა “დაცვის” პროპაგანდის შედეგია, რასაც ეკლესიაც უწყობს ხელს. ამიტომ უნდა მოვიცილოთ თავიდან ეს მოძალადე ხელისუფლება.
კესარია მოკლა გარემომ. ნაცვლად იმისა, რომ ეს ტოქსიკური გარემო შეიცვალოს, ეს ნაძირალები კიდევ უფრო წამლავენ მას. გუშინ მიღებული კანონიც ამ გარემოს კიდევ უფრო დაბინძურებას ემსახურება“, – წერს გოცირიძე.
თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ მოკლეს. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცია დაკავებული.