საკმარისია, ამერიკულმა ბანკმა გადაწყვიტოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ემორჩილება ამერიკულ სანქციებს, ერთ დღეში დახურავს ანგარიშებს და ერთ დღეში საქართველო დაბრუნდება 90-იან წლებში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ქართული საბანკო სექტორი დასავლურ ფინანსურ წრეებში ჩართულია ამერიკული ორი ბანკის მეშვეობით.
“მთელი ქართული საბანკო სექტორი დასავლურ ფინანსურ წრეებში ჩართულია ამერიკული ორი ბანკის მეშვეობით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჩვენი პლასტიკური ბარათები – “ვიზა” და “მასტერქარდი”, რომ მუშაობს, ონლაინგადახდები, რომ მუშაობს, გადარიცხვები, რომ მუშაობს უცხოურ ვალუტაში და მეწარმეებისთვის, ფიზიკური პირებისთვის, ყველაფერი ხორციელდება ამერიკული ორი ბანკის გვერდის ავლით. საკმარისია, ამერიკულმა ბანკმა გადაწყვიტოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ემორჩილება ამერიკულ სანქციებს, ერთ დღეში დახურავს ანგარიშებს და ერთ დღეში საქართველო დაბრუნდება 1990-იან წლებში”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.