spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს, მცდელობა ჰქონდათ ცემის

თავს დაგვესხნენ “ქართული ოცნების”  წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც “ქართული ოცნება”  12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მის გუნდს ზუგდიდში 50-მდე ადამიანი დაესხა თავს და ცემის მცდელობაც ჰქონდათ.

“საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, დევნილების დასახლებაში ვარიგებდი ბუკლეტებს და ფლაერებს, როდესაც თავს დაგვესხნენ “ქართული ოცნების” წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც “ქართული ოცნება” 12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წინა წლებში “ნაციონალური მოძრაობის”  ოფისს რომ არბევდნენ, მონაწილეობდა. 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ ცემის”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები