spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი გაუქმდება

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკვე იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი რეკომენდაციას არ გაუწევს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთან.

“თუ საქართველოს სურს, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან იქნეს შენარჩუნებული, ამის ერთადერთი გზა არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის სადავეებს. იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ევროკავშირისთვის, რომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი გაუქმდება. გაფართოების შესახებ მოხსენება, რომელსაც გამოაქვეყნებს ევროკავშირი, სავარაუდოდ, არჩევნებამდე, ეს ანგარიში, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რეკომენდაციას არ გაუწევს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთან. ეს ანგარიში ჯერჯერობით არ იტყვის, რომ სტატუსიც უნდა ჩაიხსნას, იმიტომ, რომ არჩევნებს ელოდება ყველა და არჩევნებზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკვე იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ დღის წესრიგს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

გამოცემის ცნობით, ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა. მისი თქმით, თუ პარტია “ქართული ოცნება“ გააგრძელებს ავტორიტარულ კურსს, რეაგირების ყველა ვარიანტია შესაძლებელი, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერების ჩათვლით“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები