spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – დარწმუნებული ვარ, ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე ე. წ. ბიმაჩ პლატფორმით

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე ე. წ. ბიმაჩ პლატფორმით, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მთავრობის უგუნურმა განცხადებამ და ეროვნული ბანკის ასევე უგუნურმა და ორაზროვანმა პასუხმა კითხვაზე, აღასრულებენ თუ არა საქართველოს ოთხ მოქალაქეზე დაკისრებულ ამერიკულ ფინანსურ სანქციებს, ლარის გაუფასურება გამოიწვია. ასე იყო ფარცხალაძის დასანქცირების დროსაც, რამაც ეროვნული ბანკის ათეულ მილიონობით დოლარი შეიწირა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე ე. წ. ბიმაჩ პლატფორმით. ღია ინტერვენციებს არ აკეთებს, რადგან არ უნდა, რომ ეს გამოჩნდეს. ჩემი სიტყვების მართებულობაში დარწმუნდებით 25 ოქტომბერს, როცა ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს სტატისტიკას. მსგავსი ცეცხლის ჩაქრობა რეზერვების მისხმის გარეშე არ ხდება.

25 ოქტომბრამდე რომ გვიწევს ლოდინი და რომ ამას ეროვნული ბანკი გამიზნულად აკეთებს, ამაზე არაერთხელ მითქვამს“, – წერს გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები