spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – მოვლენების გაუარესების შემთხვევაში, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა

ევროკავშირმა პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. მოვლენების გაუარესების შემთხვევაში, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ მომავალი არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდება.

“ევროკავშირმა პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომელიც ახლოს მიიყვანდა საქართველოს ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში რამდენიმე მოვლენა იყო, რომელიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ვთქვით, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ ვაკვირდებით ამ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე, მაგრამ მოვლენების გაუარესების შემთხვევაში, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

გამოცემის ცნობით, ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა. მისი თქმით, თუ პარტია “ქართული ოცნება“ გააგრძელებს ავტორიტარულ კურსს, რეაგირების ყველა ვარიანტია შესაძლებელი, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერების ჩათვლით“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები