ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი არის ევროპული მომავალი, ახლა ჩვენ უნდა მივიდეთ, გავაფორმოთ ეს არჩევანი და გავხდეთ მართლაც ღირსეული წვერები ევროპის, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თბილისში, ისანი-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება არის რწმენა და მშვიდობით, პრინციპულობით, შეუპოვრობით 26-ში ცვლილების არჩევანის გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა მართლაც გახდება ჩვენი სახლი. ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ და თუ რამის გარშემო არის ხალხი გაერთიანებული, ეს არის ცვლილების წყურვილი და ეს ცვლილება არის შესაძლებელი, ეს ცვლილება არის ძალიან ახლოს. ოღონდ, ჩვენ ცვლილება გვინდა არ ცვლილებისთვის, არა ჩანაცვლებისთვის, არამედ მართლა ახალი, ღირსეული ევროპული საქართველოს მომავლისთვის და სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში.
ჩვენ ვნახეთ თბილისის ქუჩებში, ბათუმში, ქუთაისში, ყველგან, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი არის ევროპული მომავალი. ახლა ჩვენ უნდა მივიდეთ, გავაფორმოთ ეს არჩევანი და გავხდეთ მართლაც ღირსეული წვერები ევროპის და 2030-ში თქვენ ყველას და საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ პასპორტთან ერთად, ჯიბეში ედებათ ევროპული პასპორტი. ამას ჩვენ ვიმსახურებთ და ამას ჩვენ მივაღწევთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.