აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს თუ წელს არჩევნებში დამარცხდება.
გადაცემაში “Full Measure” მას ჰკითხეს, გეგმავს თუ არა კენჭისყრას ოთხ წელიწადში, თუ ნოემბერში წააგო. ტრამპმა უპასუხა, რომ ეს არ იქნება.
2028 წლის არჩევნების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 82 წლის იქნება.