spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი

მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ამერიკაში მეორედ ვეღარ ჩავა, – ამის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების”  რეჟიმს.

“მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში  იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ამერიკაში მეორედ ვეღარ ჩავა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების”  მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების”  რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”,  – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები