spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი –  სრულიად ღიად დასცინიან ხალხს, თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!

გვაბრუნებენ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი სრულიად ღიად დასცინის ხალხს.

“ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს ინიციირებული სისტემა ჩინოვნიკების ქონების საჯარო დეკლარირების ახლა გააუქმა ივანიშვილის პარლამენტმა.

ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ საზოგადოებასთან.

მოკლედ ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და სრულიად ღიად დასცინიან ხალხს. თითქოს გვეხვეწებიან მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!“, – წერს სააკაშვილი.

“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეც კი არ გასაჯაროვდეს. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები