spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – არ ასცდება ივანიშვილს სანქციები, უმკაცრესად დაისჯება საქართველოს ღალატისთვის

არ ასცდება ივანიშვილს სანქციები, უმკაცრესად დაისჯება თავად, მისი ოჯახი და მთელი მისი ფინანსური აქტივები საქართველოს ღალატისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს ამერიკაში არავინ შეხვდება.

“ირაკლი კობახიძეს ამერიკაში არავინ შეხვდება, თუკი ვიხილეთ ტელეეკრანზე, რომ ვიღაცას სადღაც ორი წუთით ვინმეს კორიდორში შეხვდა, ამ დანიშნულების შეხვედრა იქნება, რომ მან გადასცეს ბიძინა ივანიშვილს – არ ასცდება სანქციები, უმკაცრესად დაისჯება თავად, მისი ოჯახი და მთელი მისი ფინანსური აქტივები საქართველოს ღალატისთვის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმყოფება, სადაც 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები