ჩვენ ამ ანტიქართული პოლიტიკური მაფიოზური დაჯგუფების პირობებში გვემუქრება არა უბრალოდ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება, არამედ ტერიტორიული დაქუცმაცება, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს გაცნობიერებული აქვს ამ ხელისუფლების ანტიქართულობა.
“სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰყავს ანტიქართული ხელისუფლება, ეს გაცნობიერებული აქვს ქართველ ხალხსაც და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც, ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ამ ანტიქართული პოლიტიკური მაფიოზური დაჯგუფების პირობებში გვემუქრება არა უბრალოდ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება, არამედ ტერიტორიული დაქუცმაცება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება ასეთ ანტიქართულ ხელისუფლებას ეტყვის უარს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.