spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – სანამ საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით ივლის, რა მიმართულებითაც მიდის, აშშ გააგრძელებს ზეწოლას

მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით ივლის, რა მიმართულებითაც მიდის – ავტოკრატიისკენ და რუსეთისკენ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ზეწოლას, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” წევრმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა თავად ბიძინა ივანიშვილზეც იქნება.

“მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით ივლის, რა მიმართულებითაც მიდის – ავტოკრატიისკენ და რუსეთისკენ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ზეწოლას, კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე და პირადად ივანიშვილზე.

დემარში, პინგ-პონგი, როდესაც კიდევ უფრო მაღლა წევს საქართველოს მხარე ტემპერატურას, ყველაფერი იქნება უკუკონტრპროდუქტიული”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები