უახლოეს დღეებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ცემი, კორტანეთი (წმ გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა) და სოფელ ყვიბისში (ე.წ ბერის საყდრებთან მისასვლელი გზა, მეორე ეტაპი).
ჯამში, სამივე სოფელში 3 კილომეტრზე მეტი გიზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
“მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 7,3 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება. დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.