spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – პირველი დეკემბრის შემდეგ ყველა საპენსიო სესხი განულდება

პირველი დეკემბრის შემდეგ ყველა საპენსიო სესხი განულდება. რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს”, პენსიონერების ძარცვას შევაჩერებთ და ამ მძარცველ ბანკს აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს. გარდა ამისა, პენსიონერებისთვის გვაქვს 1000-ლარიანი პენსია და უფასო მედიკამენტები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” სცალია აბსოლუტურად ყველაფრისთვის, გარდა პენსიონერებისა.

“384 ათასზე მეტი პენსიონერი იხდის საპენსიო სესხს, ვალს “ლიბერთი ბანკის” კაბალურ პირობებში. ყოველთვიურად მათ უწევთ 70-80-90 ლარის გადახდა საკუთარი ისედაც მცირე პენსიიდან. პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, პირველი დეკემბრის შემდეგ ყველა საპენსიო სესხი განულდება. წლებია, უკვე ვიბრძვით ამ საკითხზე, მაგრამ “ქართულ ოცნებას” სცალია აბსოლუტურად ყველაფრისთვის, მაგრამ არ სცალია პენსიონერებისთვის.

პენსიონერებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ პირველი დეკემბრიდან აღარ მოგიწევთ საპენსიო სესხის პროცენტის გადახდა. რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს”, პენსიონერების ძარცვას შევაჩერებთ და ამ მძარცველ ბანკს აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს. გარდა ამისა, პენსიონერებისთვის გვაქვს ჩვენ 1000-ლარიანი პენსია და უფასო მედიკამენტები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები