spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით

მთავარი ქარტიაში არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა

მისი თქმით, „ქართული ქარტიის“ მთავარი მიზანია “ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება და მზად არიან ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის.

“მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით მაშინ, როგორც კი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. მთავარი ქარტიაში არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა – არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. რომ გადაავლოთ თვალი „ქართული ოცნების“ მინისტრებს მიხვდებით, სრული ქაოსია. ელემენტარული განათლება არ აქვთ, თუ როგორ უნდა მართონ, მაგალითად, ჯანდაცვა ან ეკონომიკა. ამიტომ ვართ ამ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით. დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ასევე, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული პოლიტიკურ  ბრძოლებში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები