spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ ორგანიზაციის ამ ფორმით არსებობა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

“როგორც კი პირველივე შანსი მიეცათ, რეპრესიებისთვის გამოიყენეს. ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საცეცებს, ასე იყენებს ხელისუფლება. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმის, რასაც სჩადის, არ გააჩნია. ფაქტობრივად, მან გადაწყვიტა დააწიოკოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის წინააღმდეგაც პროცედურები წამოიწყო და მან საკუთარ ხელში აიღო საგადასახადო სამსახურის, ფინანსური პოლიციის და ყველა მაკონტროლებლის ფუნქცია. კანონის დარღვევით ამ ორგანიზაციებს ფაქტობრივად აჩერებს.

როგორც კი პარტიების ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდა, ნათელი იყო, რომ ნებისმიერ პირს და ორგანიზაციას პარტიულ აქტიურობას მიაკერებდნენ“, – განაცხადა გოცირიძემ

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები