spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო

ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პროგრამა პირველ რიგში უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პენსიონერებს მედიკამენტების სიძვირის გამო, სხვა რამის შეძენაზე უარის თქმა უწევთ.

“დღესდღეობით მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, მათ ყველაზე ხშირად სჭირდებათ წამლები და მათ დანახარჯებში ეს ძალიან დიდი წილია, უხდებათ არჩევანის გაკეთება წამალსა და სხვა რაღაცას შორის. ამიტომ, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო და რაც მთავარია, ათასლარიანი პენსია და საპენსიო ვალების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, მათ გაცილებით უკეთეს ვითარებაში ჩააყენებს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პროგრამა პირველ რიგში უნდა შესრულდეს”,  – განაცხადა გიგი  წერეთელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები