“რუსული კანონის” შემდეგ ძალიან ცოტას წარმოედგინა, რომ კიდევ რაღაც ისეთს იზამდნენ, რომელიც სტანდარტს კიდევ უფრო დაწევდა და უფრო მძიმეს გახდიდა, მაგრამ მათ მოახერხეს ეს, როდესაც თქვეს, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ტერიტორიები საქართველოს არ დაუბრუნდება.
“ივანიშვილი 2012 წელს მოვიდა იმ დაპირებით, რომ მე რუსეთს სხვანაირად დაველაპარაკები და რუსეთთან ურთიერთობას დავალაგებო. ალბათ, იმდენად მიამიტი ერი ვეგონეთ, რომ რუსეთთან უბრალოდ ენის მოჩლექით საუბარს, თითქოს შეეძლო რუსული პოლიტიკის ცვლილება გამოეწვია, ბუნებრივია, რომ მას ამის არ სჯეროდა.
“რუსული კანონის” შემდეგ ძალიან ცოტას წარმოედგინა, რომ კიდევ რაღაც ისეთს იზამდნენ, რომელიც სტანდარტს კიდევ უფრო დაწევდა და უფრო მძიმეს გახდიდა, მაგრამ მათ მოახერხეს ეს, როდესაც თქვეს, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და ამით უნდა გავიდეთ შერიგების გზაზე, რაზეც რუსებმა ცალსახად თქვეს, რომ არანაირი განხილვა ამ ტერიტორიების საქართველოში დაბრუნების არ არსებობს”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.