spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – “ქართულ ოცნებას” ეშინია დემოკრატიისა და ეშინია იმისა, რომ ადამიანები უბრალოდ აზროვნებდნენ

ჩვენი დევნით და იმ ძალიან დიდი დოკუმენტით, რომელიც ბატონმა რაჟდენმა გაგვიმზადა, “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ წინააღმდეგია საქართველოს ევროინტეგრაციის, “ქართულ ოცნებას” ეშინია დემოკრატიისა და ეშინია იმისა, რომ ადამიანები უბრალოდ აზროვნებდნენ, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” თანადამფუძნებელმა, ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არჩევანი უნდა გაკეთდეს  რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

“არჩევანი უნდა გავაკეთოთ რუსეთსა და ევროკავშირს შორის. საქართველოში უნდა გაიმარჯვოს ქართულმა სახელმწიფომ, დემოკრატიამ, ეს არის ჩვენი განვითარების პირობა. “ქართული ოცნება” ბატონი რაჟდენის სახით გვეუბნება, რომ დემოკრატიის გამარჯვება დანაშაულია ქართული სახელმწიფოსი, ამიტომ გვებრძვიან. ჩვენ არ ვამტკიცებთ არაფერს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი დევნით და იმ ძალიან დიდი დოკუმენტით, რომელიც ბატონმა რაჟდენმა გაგვიმზადა, ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” წინააღმდეგია საქართველოს ევროინტეგრაციის, “ქართულ ოცნებას” ეშინია დემოკრატიისა და ეშინია იმისა, რომ ადამიანები უბრალოდ აზროვნებდნენ.

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონი რაჟდენი მალე აღმოჩნდება იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელსაც თავად მიუკაკუნებს კარზე სანქციები და მერე ვნახოთ, ვისი სანქციები უფრო სერიოზული იქნება”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები