spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – როდესაც იქნება ქართველი ხალხის აქტი, შესაბამისად, დასანქცირება გახდება ბევრად უფრო მარტივი

როდესაც იქნება ქართველი ხალხის აქტი, შესაბამისად, დასანქცირება გახდება ბევრად უფრო მარტივი, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ სწორი არჩევანის შემთხვევაში საქართველო მიიღებს აქამდე არნახულ სიკეთეებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან

”ყველა სანქცია, რომელიც წესდება, რომელიღაც საკანონმდებლო აქტს უნდა ეყრდნობოდეს, ან პრეზიდენტის ბრძანებას. როდესაც იქნება ქართველი ხალხის აქტი, შესაბამისად, დასანქცირება გახდება ბევრად უფრო მარტივი. იქიდან გამომდინარე, რომ იარსებებს კონკრეტული კანონმდებლობა საქართველოსთან მიმართებაში, რომლითაც პირდაპირ სანქცირდება ადამიანი, რომელიც ან დემოკრატიას უთხრის ძირს ან ადამიანის უფლებებს არღვევს. მეორეს მხრივ ეს არის კიდევ ერთი სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ სწორი არჩევანის შემთხვევაში საქართველო მიიღებს აქამდე არნახულ სიკეთეებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან“, – განაცხადა რუხაძემ

“ქართველი ხალხის აქტი” ორპარტიული მხარდაჭერით სენატორმა ჯინ შაჰინმა მიმდინარე წლის მაისში დაარეგისტრირა. აქტი შინაარსობრივად სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ პირებისთვის, ვისაც აშშ დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები