spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – კონსოლიდირებული არჩევანისთვის პარტიები მაქსიმალურად კოორდინირებული უნდა იყვნენ ამ თემაში

მე მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მისი განცხადებები იყო სახელმწიფოებრიობის განცდით გაჟღენთილი და მისასალმებელია ეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი არჩევნები არის რეფერენდუმი.

“ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ ხელისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს,  ეს ერთგვარი რეფერენდუმია და აქედან გამომდინარე, კონსოლიდირებული არჩევანისთვის პარტიები მაქსიმალურად კოორდინირებული უნდა იყვნენ ამ თემაში, თორემ ისე, ბუნებრივია, ისინი პოლიტიკურ კონკურენტებად რჩებიან.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მისი განცხადებები იყო სახელმწიფოებრიობის განცდით გაჟღენთილი და მისასალმებელია ეს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 23 სექტემბერს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. “ასევე, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული პოლიტიკურ  ბრძოლებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები