spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ამ მოტივითაც კი უნდა იკრძალებოდეს საზღვარგარეთ მათი წასვლა და ცხვირის გამოყოფა

ეს არის ძალა, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებს ომების გაჩაღებას და არჩევნების შემდგომაც ამტკიცებს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ჩვენ ომს დავიწყებთ ოსებისა და აფხაზების წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების საზღვარგარეთ გასვლა უნდა იკრძალებოდეს.

“ეს არის ძალა, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებს ომების გაჩაღებას და არჩევნების შემდგომაც ამტკიცებს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ჩვენ ომს დავიწყებთ ოსებისა და აფხაზების წინააღმდეგ. მეტი ომისა და შუღლის გაღვივების მცდელობა, რაც აკრძალულია შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციით, შეუძლებელია, წარმოიდგინო. ამიტომ, ამ მოტივითაც კი უნდა იკრძალებოდეს საზღვარგარეთ მათი წასვლა და ცხვირის გამოყოფა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის აშშ-ში იმყოფება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები