spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს, მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში

ნიკა გვარამია “კოალიცია ცვლილებისთვის” საპარლამენტო სიაში არ იქნება, – ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა.

“პოლიპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, პირველივე წუთებში საზოგადოებას ვამცნე ჩემი დამოკიდებულება, რომ მივდიოდი ტელევიზიიდან და ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის, რომ ბიძინა ვანიშვილი შეცვლილიყო და ახალი ადამიანები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ახალ ადამიანებში ვგულისხმობ არამხოლოდ ახალ თაობას, არამედ იმ ხალხს, ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და ვისაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა და ვისაც არ ამძიმებს წარსული შეცდომები თუნდაც და ამ მხრივ უპირატესობას არ აძლევს “ოცნების” პროპაგანდას.

დღეს მივიჩნევ, რომ ერთი ნაწილი ჩემი დაპირებისა საზოგადოებისადმი არის შესრულებული. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია “ახალი”, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც შეუძლია ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები არ არის. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ გირჩი და დროა, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენ ვიზიარებთ მათ დამოკიდებულებებს და დღეს ჩვენი ოთხეული და ჩვენი გუნდები არის ის ხალხი, ვინც ჩემთვის უკიდურესად კომფორტულია, ვისშიც მე სრულად დარწმუნებული ვარ ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულების თვალსაზრისით და ვისაც ვენდობი ბოლომდე.

მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე კოალიციის ლიდერად და ყველაფერი უნდა გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის შეცვლისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები