spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – კობახიძეს პრემიერობის პერიოდში რაც კი შეხვედრები ჰქონია, საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა, კარგია, რომ ბაიდენს არ ხვდება

კობახიძეს პრემიერობის პერიოდში რაც კი შეხვედრები ჰქონია, საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. კარგია, რომ ბაიდენს არ ხვდება, იმიტომ, რომ ცუდი მაინც არ მოხდება არაფერი. კობახიძე ჩვენი პარტნიორებისთვის უკვე გაუქმებულია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძის პრემიერობა 26 ოქტომბერს უნდა გაუქმდეს.

“კობახიძეს პრემიერობის პერიოდში რაც კი შეხვედრები ჰქონია, საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. კარგია, რომ ბაიდენს არ ხვდება, იმიტომ, რომ ცუდი მაინც არ მოხდება არაფერი. ერთხელ შეხვდა და ევროკავშირში ინტეგრაცია გაგვიჩერეს, მეორე შეხვედრა იყო და ამერიკამ დაფინანსება გაგვიჩერა, მესამე იყო და გერმანიამ და საფრანგეთმა შეგვიჩერეს დაფინანსება, მერე იყო და ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ასე რომ, კარგია, რომ არ ხვდება და ზოგადად, კობახიძე ჩვენი პარტნიორებისთვის უკვე გაუქმებულია. ახლა ჩვენ უნდა გავაუქმოთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანი, რომ არ ვიყოთ ამ მძიმე ვითარებაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები