კარგი არის ის, რომ 31 დღეში ეს კობახიძეობა, ღარიბაშვილობა, პაპუაშვილობა და ეს ქართული სირცხვილი დასრულდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა.
“ეს არ არის მოულოდნელობა იმიტომ, რომ იმ ადამიანის და იმ ლიდერების ადგილი, ვინც კორუფციაში არიან ჩართული, იზოლაციაში აქცევენ საკუთარ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მათი ადგილი მსოფლიო ლიდერების და ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ არის. ამიტომ, გასაკვირი აქ არაფერია, თუმცა კარგი არის ის, რომ 31 დღეში ეს კობახიძეობა, ღარიბაშვილობა, პაპუაშვილობა და ეს ქართული სირცხვილი დასრულდება. 31 დღის მერე საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად ქართველ ხალხს წარმოადგენს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.