პრეზიდენტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ის გახსნის ევროკავშირთან მოლაპარაკების სივრცეს და აიღებს ამ მანდატს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მან ქარტიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქარტია არა უბრალოდ დოკუმენტი, არამედ ხვალინდელი დღეა.
“პრეზიდენტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ის გახსნის ევროკავშირთან მოლაპარაკების სივრცეს და აიღებს ამ მანდატს. რაც შეეხება ქარტიას, 26 ოქტომბრიდან უკვე იწყება ქარტიის ამოქმედების ეტაპი და ყველზე მნიშვნელოვანი გახდება სწორედ ეს ქარტია. რაც დრო გადის, კიდევ უფრო გამოჩნდება მისი მნიშვნელობა. სწორად გათვალა და სწორად დაგეგმა პრეზიდენტმა, ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე – რა უნდა გავაკეთოთ ხვალ ეს აქ წერია, რა სჭირდება ქვეყანას, რომ იყოს სამართლიანი გარემო, რომ იყოს ადამიანის უფლებები დაცული და აღარ გვქონდეს ჩვენ იმის შიში, რომ დავბრუნდებით საბჭოურ წარსულში – ეს არის ქართული ქარტია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. “ასევე, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული პოლიტიკურ ბრძოლებში”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.