საქართველოს დამოუკიდებლობის და უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ასეთი რამ არ მახსენდება. ერთადერთი, ვის ინტერესებშიც შეიძლება, ეს იყოს, გახლავთ რუსეთი, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების არასწორი ქმედებები საქართველოზე ცუდად აისახება.
“ასეთი რამ ნამდვილად არ მახსენდება, წარმოუდგენელი ამბავია. საქართველოს დამოუკიდებლობის და უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ასეთი რამ არ მახსენდება. ყველა ეს ქმედებები, რომელიც იწყება ამ ყბადაღებული “გლობალური ომის პარტიით” და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით, სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრით, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს, ეწინააღმდეგება ქართველი ერის მკაფიოდ გამოხატულ ნებას და ერთადერთი, ვის ინტერესებშიც შეიძლება, ეს იყოს, გახლავთ რუსეთი. ამაზე საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს აქვთ თავიანთი რეაქცია”, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.