ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას. მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვა ეს და ბოლომდე შეასრულა, ამიტომ, ჩვენ – მე, ზურა და ნიკა (მელია) სიაში ვიქნებით, თუმცა რაზეც ნიკა გვარამიამ ისაუბრა, ვიზიარებთ ყველა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება სიაში მის არყოფნასთან დაკავშირებით, კოალიციისთვის მისაღებია.
“ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია არის, რას ვთავაზობთ საზოგადოებას და ნიკას პრინციპული გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის წინ, პრაქტიკულად, კოალიციის შექმნის დღიდან იყო ის, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა შესთავაზოს ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სიაში ნახავთ.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას. მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვა ეს და ბოლომდე შეასრულა, ამიტომ, ჩვენ – მე, ზურა და ნიკა (მელია) სიაში ვიქნებით, თუმცა რაზეც ნიკა გვარამიამ ისაუბრა, ვიზიარებთ ყველა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის არ აპირებს საარჩევნო სიაში ყოფნას და სურს, რომ პარლამენტისკენ გზა ახალ ადამიანებს გაეხსნათ.