spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობების გაფართოება გადაწყვიტა

რუსეთს სურს გააფართოოს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობების ჩამონათვალი, ერთ-ერთი მათგანი დრონების მასიური შეტევაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, დოქტრინის განახლებულ ვერსიაში “არაერთი განმარტებაა“ იმ ნაწილში, რომელიც აღწერს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს.

კერძოდ, როგორც პუტინმა აღნიშნა, გაფართოვდა სახელმწიფოებისა და სამხედრო ალიანსების კატეგორია, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ბირთვული შეკავება. ასევე დაემატა “სამხედრო საფრთხეების განეიტრალება, რომლის ბირთვული შეკავების ზომებიც ხორციელდება“.

პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაცია „განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე“ სტრატეგიული ან ტაქტიკური დრონების, ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავების, ჰიპერბგერითი და სხვა თვითმფრინავების მასიური გაშვების შესახებ.

პუტინი ასევე იმუქრება, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ბელარუსის წინააღმდეგ “აგრესიის” შემთხვევაში.

სხვათა შორის, კრემლის ხელმძღვანელს არ უხსენებია კურსკის რეგიონი, სადაც უკრაინელი დამცველების ოპერაცია თვეზე მეტია, მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები