spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო ბარამიძე – სენატორების რეაქცია იყო მყისიერი, ძალიან დროული

ამ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაამტკიცა, რომ ის არის იარაღი ხელისუფლების ხელში იმისათვის, რომ მოახდინოს პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების რეპრესირება, – ამის შესახებ  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიები “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსაც” შეეხო.

“ამ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაამტკიცა, რომ ის არის იარაღი ხელისუფლების ხელში იმისათვის, რომ მოახდინოს პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების, რომელსაც ის მიიჩნევს პოლიტიკური მიზნებისა თუ დეკლარირებული საარჩევნო მიზნების მქონდე სუბიექტებად, მათ მიმართ რეპრესირება  და ეს განახორციელა, სწორედ, ამ დღეებში, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიმართაც და სენატორების რეაქცია იყო მყისიერი, ძალიან დროული”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი, ასევე კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და წევრი ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს, რათა დასაჯონ დამოუკიდებელი ხმები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები